მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი შემართებით, მეტი მოტივაციით, საინტერესო იდეებით და ახალი გეგმებით დაიწყეს.
16 სექტემბერს სკოლაში დიდი დღესასწაული იყო. სასკოლო და საკლასო გარემო შთამბეჭდავად - ფერადი ბუშტებითა და დეკორაციებით მოირთო, რამაც მოსწავლეთა განწყობა, მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.
ბავშვებმა მონატრებული კლასელები ნახეს, ერთმანეთს ზაფხულის არდადეგებზე გადახდენილი თავგადასავლები გაუზიარეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
სკოლის დირექტორმა - მაია ფანგანმა ყველა მოსწავლე-მასწავლებელს დიდი სიყვარულით მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება, მათ ნაყოფიერი და წარმატებული წელი უსურვა.
იხილეთ ფოტოები: