ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. იქ მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ახლახან, სასკოლო საზოგადოებამ საპატიო სტუმრებს უმასპინძლა. სკოლაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე - ჯემალ სურმანიძე, ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსი - ნევრესტან დიდმანიძე იმყოფებოდნენ.
ისინი პედაგოგიურ კოლექტივს, პირველკლასელებს, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შეხვდნენ. სტუმრებმა საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით ისაუბრეს და სასკოლო საზოგადოებას წარმატებები უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ მათ სასკოლო გარემო, კლასები, ახალი სააქტო და სპორტული დარბაზები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, სამედიცინო კაბინეტი, ახალი კომპიუტერული აღჭურვილობა და სპორტული ღია მოედანი დაათვალიერეს.
„მათ სტუმრობით მთელ სასკოლო საზოგადოებას, განსაკუთრებით პირველკლასელებს, დიდი სიხარული მოგვანიჭეს. სკოლის ინფრასტრუქტურასა და ყოველგვარ სიახლეებზე აჭარის განათლების სამინისტრომ, ქალბატონ მაია ხაჯიშვილის თაოსნობით იზრუნა, რისთვისაც მახოს საჯარო სკოლის პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები დიდ მადლიერებას გამოვხატავთ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: