თხილნარის N1 საჯარო სკოლაში აჭარის განათლების მინისტრსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს უმასპინძლეს
04-10-2024

მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლაში ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებასა და მათ მომავალ წარმატებაზე ორიენტირებული გარემოა ჩამოყალიბებული. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ახალი სასწავლო წელი უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ახლახან, სკოლაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს - მაია ხაჯიშვილსა და ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ხათუნა დიდმანიძეს უმასპინძლეს. 

მათ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც ახალ სასაწავლო წელთან დაკავშირებულ სიახლეებზე, გეგმებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203