თელავის N7 საჯარო სკოლას მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სკოლის იმიჯს ქმნიან და თავიანთი მიღწევებით მის სახელს ამართლებენ, სწორედ მათ რიგებშია სოფო კენკიშვილი.
სოფო, მე-11 კლასის მოსწავლეა, რომელმაც მხატვრულ ტანვარჯიშში სპორტის ოსტატის წოდება დაიმსახურა და დღეს სასკოლო საზოგადოება მისი მიღწევებით ამაყობს.
სკოლაში ულოცავენ სოფოს მიღწეულ შედეგს, წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებასა და მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას.
იხილეთ ფოტოები: