თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის პედაგოგები და დირექცია მოსწავლეთა განწყობის, მოტივაციის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში ახალ სასწავლო წელს მოსწავლეთათვის საზეიმო დახვედრა მოეწყო.
16 სექტემბერს სკოლაში ნამდვილი დღესასწაული იყო. სკოლაში, ლამაზი და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.
დირექტორმა - ნატალია ბერიაშვილმა ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება და მათ წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ნაყოფიერ დღეებს გისურვებთ ყველას. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანა ამ დღის დაგეგმვაში“, - აღნიშნა დირექტორმა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: