სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი კვირეული თბილისის N28 საჯარო სკოლაში 
04-10-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიის სწავლებას და იმ რთული გზის გაზიარებას, რაც ერმა დღემდე განვლო. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ  მე-9, მე-11 კლასების მოსწავლეებთან, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში გამართა ღონისძიებები.

მოსწავლეები არც ისე შორეული წარსულის, ტრაგიკული მოვლენის ქრონიკებს გაეცნენ, იმსჯელეს და განიხილეს ომის სიმძიმე. 

კვირეულის ხელმძღვანელები გახლდნენ: ია ტუშური, ლელა ყოლბაია, პედაგოგები კი - ეკატერინე ოქროპირიძე, ქეთევან დავითაშვილი, მანანა ბასილაიშვილი და თეა გიორგაძე. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203