ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეები izrune.ge-ს საგანმანათლებლო ტესტებს აქტიურად და დიდი წარმატებით ასრულებენ.
მათ შორის არიან ანასტასია ფუტკარაძე, დაჩი მამულაძე, შოთა მამულაძე და მიშა მამულაძე, რომლებსაც izrune.ge-ს საზაფხულო ტესტებში საქართველოს რეგიონების და დიდი ქართველების საუკეთესოდ შემეცნებისთვის, დიპლომები მიენიჭათ.
მოსწავლეებმა შეისწავლეს და შეიმეცნეს საქართველოს რეგიონები, გაეცნენ გამოჩენილი ქართველების ბიოგრაფიებს და მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან დეტალებს. მოსწავლეების წარმატებებისა და საამაყო შედეგების დასტურად, მათი სკოლის დირექტორს - ზაირა ბოლქვაძეს მადლობის წერილი და სპეციალური დიპლომი გაეგზავნა.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: