თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის საინტერესო, შემეცნებითი ინიციატივების შეთავაზებას.
სწორედ ამის დასტურია სასკოლო პროექტი - „წიგნი - ჩვენი მეგობარი“, რომელიც წარმატებით განხორციელდა სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ პროექტი განხორციელდა თელავის ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად და მასში აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეები.
მოსწავლეებს პროექტში აქტიური ჩართულობისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისთვის სეტიფიკატები გადაეცათ.
„წარმატება ვუსურვოთ მომავალშიც ჩვენს სკოლასა და მოსწავლეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: