თბილისის N39 საჯარო სკოლის მოსწავლე იაკობ ნოზაძე izrune.ge-ს საგანმანათლებლო ტესტებს აქტიურად და დიდი წარმატებით ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ის ტესტირებაში მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩართული იყო. იაკობ ნოზაძემ შეისწავლა და შეიმეცნა საქართველოს რეგიონები, გაეცნო გამოჩენილი ქართველების ბიოგრაფიებს და მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან დეტალებს.
მას izrune.ge-ს საზაფხულო ტესტებში საქართველოს რეგიონების და დიდი ქართველების საუკეთესოდ შემეცნებისთვის, დიპლომი მიენიჭა. მოსწავლის მიღწეული წარმატებებისა და საამაყო შედეგების დასტურად, მისი სკოლის დირექტორს - ბესარიონ სიხარულიძეს მადლობის წერილი და სპეციალური დიპლომი გაეგზავნა.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.