თელავის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეები  სამეცნიერო ფესტივალში წარმატებით მონაწილეობდნენ
04-10-2024

თელავის N9 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამშრომლობას საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მოსწავლეების ჩართვას არაერთ საინტერესო ინიციატივაში, სადაც წარმატებულ გამოცდილებას გაიზიარებენ და თავიანთ იდეებსაც ფართო საზოგადოებას გააცნობენ. 

თელავის N9 საჯარო სკოლას  და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას რამდენიმე წლიანი ისტორია აქვს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეცნიერებითა და ინოვაციებით დაინტერესებული მოსწავლეები ხალისით ერთვებიან სხვადასხა აქტივობებში, იკვლევენ და აკვირდებიან, ატარებენ ექსპერიმენტებს და მსჯელობენ შედეგებზე, და ეს პირველ რიგში  ფიზიკის მენტორი მასწავლებლის, ნინო ჟონჟოლაძის დამსახურებაა.

27 სექტემბერს კი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდების სამინისტროს ორგანიზებით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალის მიზანი  ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებისა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართვა იყო. ფესტივალზე სკოლის  მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ ნინო მასწავლებლის მენტორობით

მოსწავლეებმა სტუდენტებთან ერთად დამსწრე საზოგადოებას ფიზიკის სახალისო ექსპერიმენტები წარუდგინეს და მოწვეული სტუმრების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

„მადლობა თითოეულ მათგანს, მადლობა ნინო მასწავლებელს  სკოლის ინტელექტუალური შესაძლებლობების ასე სრულყოფილად წარმოჩენისათვის“, - სკოლის დირექცია მადლობას უხდის ფესტივალში მონაწილე ყველა მოსწავლეს: გიგა ხუცურაული, ლიზა გოგოჭური, ელენე მამუკელაშვილი, თინანო ხიდაშელი, გელა გაგნიძე, თემურ დიასამიძე, ელენე მესხიშვილი, ერეკლე ამონაშვილი, აკო სუმბაძე, ბესო ბებოშვილს  და ფიზიკის მასწავლებელს, ნინო ჟონჟოლაძეს.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203