თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლეები თათია ასანიძე და თომა ასანიძე izrune.ge-ს საგანმანათლებლო ტესტებს აქტიურად და დიდი წარმატებით ასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი ტესტირებაში მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩართული იყვნენ. მათ შეისწავლეს და შეიმეცნეს საქართველოს რეგიონები, გაეცნენ გამოჩენილი ქართველების ბიოგრაფიებს და მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან დეტალებს.
თათია ასანიძესა და თომა ასანიძეს izrune.ge-ს საზაფხულო ტესტებში საქართველოს რეგიონების და დიდი ქართველების საუკეთესოდ შემეცნებისთვის, დიპლომი მიენიჭათ. მოსწავლეების მიღწეული წარმატებებისა და საამაყო შედეგების დასტურად, მათი სკოლის დირექტორს - ირაკლი კუპატაძეს მადლობის წერილი და სპეციალური დიპლომი გაეგზავნა.