თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, ამაღლებული განწყობით განახლდა და უკვე რამდენიმე კვირაა სწავლება მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს.
16 სექტემბერი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსე იყო, მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, პირველკლასელებმა კი, პირველი ნაბიჯები გადადგეს ცოდნის სამყაროში.
ახალი სასწავლო წლის პირველი დღის ზეიმი, სკოლის ხელმძღვანელის ინეზა ციხიშვილის მილოცვით და მადლობით დაგვირგვინდა.
„გილოცავთ 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას! მადლობას ვუხდით ჟებოტის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელს ინგა მაისურაძეს და დეპუტატ იოსებ მათურელს გამოჩენილი ყურადღებისთვის!“, - აღნიშნა დირექტორმა.
იხილეთ ფოტოები: