თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი დიდი ჟრიამულითა და ზარ-ზეიმით დაიწყო.
16 სექტემბერს სკოლაში ნამდვილი დღესასწაული იყო. მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საკლასო და სასკოლო გარემო ლამაზად მოირთო.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და შთამბეჭდავი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კედლებში პირველად შეაბიჯეს. მათ დირექცია და პედაგოგები დიდი სიყვარულით შეეგებნენ.
დირექტორმა - დარეჯან გიანაშვილმა ყველა მოსწავლე-მასწავლებელს დიდი სიყვარულით მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება.
„ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული.
განსაკუთრებით ვულოცავთ ამ დღეს პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს, რომლებსაც ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე“, - აღნიშნა დირექტორმა.
იხილეთ ფოტოები: