ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლას პროფესიონალი, მიზანდასახული და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს და მათ შორისაა ლამზირა ბახტურიძე.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგმა დამსახურებულად მოიპოვა „წლის მასწავლებლის“ სტატუსი.
პედაგოგს სკოლაში ულოცავენ შრომის დაფასებას, მადლობას უხდიან უმნიშვნელოვანეს საქმეში - განათლებული თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის და მას წინსვლას უსურვებენ.
„ვუსურვებთ ჯანმრთელობას და მრავალწლიან წარმატებულ მოღვაწეობას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: