სპეცმასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ, განათების მართვის საინფორმაციო სისტემა ინფორმაციას ავრცელებს.
ცნობილია, რომ აღნიშნულ პროგრამას სამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განახორციელებს:
რაც შეეხება მისაღები ადგილების რაოდენობას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 37-ს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 30, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი 70 სტუდენტს მიიღებს.
რეგისტრაციის წინაპირობაა საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება; ასევე განსაზღვრულია დამატებით თსუ-ს შემთხვევაში შიდა წერითი გამოცდა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის მსურველთათვის ზოგადი კომპეტენციის გამოცდა, ხოლო ქართულ უნივერსიტეტის არჩევის შემთხვევაში - გასაუბრება, სამოტივაციო წერილი.
რაც შეეხება წლიურ გადასახადს, სამივე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასური შეადგენს 2250 ლარს.