სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახალხო ღონისძიება „ნიკოობას“ შეუერთდნენ.
ნიკო ნიკოლაძის სახლ მუზეუმმა სტუმრებს 28 სექტემბერს უმასპინძლა. ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 181 წელი წელს სამტრედიობა 2024 ფარგლებში იზეიმეს. სახალხო დღესასწაულს დიდ ჯიხაიშში სტუმრებთან ერთად, ადგილობრივები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუზეუმის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით სხვადასხვა სახის ღონისძიებები მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. გაიმართა დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კონფერენცია, რომლებმაც წარადგინეს პრეზენტაციები თემაზე - „ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივი მოღვაწეობა“.
მოსწავლეები ღონისძიებაში და სკოლის დირექტორი ელგუჯა მუქერიასა, ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ელზა დევიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: