აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ტრადიციულად საზეიმო განწყობით დაიწყო და ეს განწყობა ჯერ კიდევ არ განელებულა მოსწავლეებში.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარებითა და ნიჭიერებით სასკოლო საზოგადოება და მიწვეული სტუმრები აღაფრთოვანეს, შემდეგ საგანგებოდ მორთულ საკლასო ოთახებს ხალისით დაუბრუნდნენ.
მოსწავლეებს 2024-2025 საწავლო წელი მიულოცეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა.
„ვულოცავთ ყველა მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს 2024-2025 სასწავლო წელს. ვუსურვებთ წარმატებას“, - ასე მიულოცა სკოლის ადმინისტრაციამ სასკოლო საზოგადოებას სწავლის განახლება და ნაყოფიერი წელი უსურვა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: