თბილისის N141 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების ხელოვნებასთან ზიარებას, მათი შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და განვითარებას.
სწორედ ამ მიზნით, საზეიმოდ აღინიშნა სკოლაში მუსიკის საერთაშორისო დღე.
ეს დღე სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი წარმოდგენით მიულოცეს.
პატარა მუსიკოსებმა საოცრად ააჟღერეს ინსტრუმენტები და სკოლის ეზოში მუსიკალური დღესასწაული მოაწყვეს, მათმა პერფორმანსმა დამსწრეთა დიდი მოწონება და ოვაცია გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგი ბელა ვეფხვაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: