აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს - აქ მოსწავლეთა განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ მოტივირებული მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ხშირად ერთვებიან. მათ შორის, ისინი ქართულ-გერმანულ გაცვლით სასწავლო პროგრამაშიც მონაწილეობდნენ.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს, ქალაქებიდან - გერდენი, ჰანოვერი და ქუთაისი, ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში უმასპინძლეს.
მონაწილეებმა ამავე სკოლის მუზეუმი დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ დღემ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: