აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ამაღლებული განწყობითა და მე-75 კლასელთა საინტერესო ინიციატივით განახლდა - ისინი წყალტუბოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ესტუმრნენ.
დღე ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსე იყო, მოსწავლეებმა მასპინძლებთან ერთად დაუვიწყარი დრო გაატარეს და შინ ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ.
„ჩვენი ახალი სასწავლო წელი ასე დაიწყო... ყველამ ერთად სიყვარულის და სითბოს გაცემა გადავწყვიტეთ, წყალტუბოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ვესტუმრეთ და სურვილები გავცვალეთ მე -75 ... მსოფლიო პატარებს ლაღ და ბედნიერ ბავშვობას ვუსურვებთ“, - ასე აფასებენ სკოლაში ამ დღეს და მოსწვალეებს ბედნიერ სასწავლო წელს უსურვებენ.
იხილეთ ვიდეო: