ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში საინტერესო ინიციატივით ჩაერთნენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ნახეს ფილმი - „თავისუფლების მწერლები“, სადაც განხილულია მრავალი მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის: რასობრივი და ეთნიკური დაძაბულობა სკოლებში, განათლების როლი სოციალური ბარიერების დაძლევაში, მასწავლებლის გავლენა მოსწავლეების ცხოვრებაზე, პიროვნული ზრდა და თვითაღმოჩენა, წერის თერაპიული ძალა, ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების მნიშვნელობა, სოციო-ეკონომიკური უთანასწორობის გავლენა განათლებაზე, თემის და კუთვნილების მნიშვნელობა ახალგაზრდებისთვის, ასევე სტერეოტიპების დაძლევა და ინდივიდუალურობის დაფასება.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ეს თემები ერთად ქმნის ფილმის მრავალშრიან ნარატივს, რომელიც მაყურებელს აფიქრებს საზოგადოებრივ პრობლემებზე და პიროვნულ განვითარებაზე.
აღსანიშნავია, რომ ფილმის ყურების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელში მონაწილეობაც თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. აღნიშნული აქტივობით მოსწავლეებმა კიდევ ერთხეულ გაუსვეს ხაზი მასწავლებლის როლს ადამიანის ცხოვრებაში.
იხილეთ ფოტოები: