26 სექტემბერს საქართველოში დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღე აღინიშნება. სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა ღონისძიება ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში.
მეთორმეტეკლასელმა მარიამ კვარაცხელიამ პრეზენტაცია წარადგინა, სადაც ისაუბრეს ქეთევან დედოფლის გმირულ ისტორიაზე, სარწმუნოებრივ ღვაწლზე.
საინტერესოდ ისაუბრა მოწვეულმა სტუმარმა, წმინდა ნინოს ტაძრის მოძღვარმა, დეკანოზმა სერაფიმე ზარქუამ, სკოლის ექიმმა, ლია ცომაიამ, პედაგოგ-მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა. გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები. ეს იყო სკოლის მიერ გამოხატული მადლობა დიდებული წმინდანისადმი, რომლის შესახებ სამართლიანად ითქმის, თვით დაიწვა, მაგრამ სხვებს კი გზა გაუნათაო.
„საქართველოს ისტორია გადაჯაჭვულია სარწმუნოებრივ ღვაწლთან, დიდი ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ „საქართველოს ერმა გადაიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი და თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყვნევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად გაბნეული ჯვარი“.
ჩვენი ერის დიდება წამებულებზე გადის, ალბათ იშვიათია ერი ამდენი წამებული ჰყავდეს, ამდენი თავგანწირვის შარავანდედით შეემოსოს ქვეყნის ისტორია.
„დიდი წამება დიდბუნოვნების ნიშანია, როგორც დიდი ძლევამოსილება. დიდი წამება იგივ დიდი გამარჯვებაა, წამებული კი თვით იწვის სანთელსავით და სხვას კი გზას უნათებს“.
ასეთი დიდი ძლევამოსილებით შემოსა საქართველოს ისტორია კახთა დიდმა დედოფალმა ქეთევან წამებულმა, რომელმაც ეკლიანი გვირგვინი დაიდგა ქრისტიანობისა და ქართველობის გადასარჩენად, მისმა უებრო გმირობამ ის არა მარტო მართლმადიდებელთა, არამედ კათოლიკეთა წმინდანადაც შერაცხა“, - სკოლაში ამ სიტყვებით გამოეხმაურნენ ღონისძიების მიზანს, ამ დღის არსს და საქართველოს იმ დიდ ისტორიას, რომელმაც არაერთი წიმინდანის სახელი შემოინახა.
იხილეთ ფოტოები: