ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლა ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულს შეუერთდა.
სკოლის მოსწავლეები სპორტის მასწავლებლის - გრიშა თოდრიას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ აღნიშნული კვირეულის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობებში.
ღონისძიებაში თითქმის სკოლის ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, რამაც როგორც გვიყვებიან, მოსწავლეთა კმაყოფილება გამოიწვია. ბავშვებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სპორტს ადამიანების ცხოვრებაში.
ეს დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები: