ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს საგანმანათლებლო ტესტებს აქტიურად და დიდი წარმატებით ასრულებენ.
მათ შორის არის ნიკოლოზ ოზგებიშვილი, რომელსაც izrune.ge-ს საზაფხულო ტესტებში საქართველოს რეგიონების და დიდი ქართველების საუკეთესოდ შემეცნებისთვის, დიპლომი მიენიჭა.
მან შეისწავლა და შეიმეცნა საქართველოს რეგიონები, გაეცნო გამოჩენილი ქართველების ბიოგრაფიებს და მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან დეტალებს. მოსწავლის წარმატებებისა და საამაყო შედეგების დასტურად, მისი სკოლის დირექტორს - ნელი ლიქოკელს მადლობის წერილი და სპეციალური დიპლომი გაეგზავნა.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.