თბილისის N191 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო ინიციატივებში, მიიღონ ცოდნა სკოლის გარეთ, დააგროვონ გამოცდილება და კლასელებს გაუზიარონ.
ამჯერად, სკოლის III კლასი სტუმრად საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიას SEU-ში ესტუმრა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დაესწრნენ შემეცნებითი ლექციას, რომლის თემა - „დამწერლობის ისტორია, მსოფლიოს გამორჩეული ბიბლიოთეკები და წიგნები“, გახლდათ. პედაგოგი კი, ელისო არუნაშვილი იყო.
შეხვედრაზე მოსწავლეები დამწერლობის შექმნის ისტორიას გაეცნენ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, განიხილეს ანბანის განვითარება და მასპინძლებთან ერთად წაიკითხეს ფინიკიური ანბანის ნიმუშები.
ბავშვები ასევე გაეცნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებსა და მათი დაარსების ისტორიებს, იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებას და გაიაზრეს „დედა ენის“ მნიშვნელობა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა განსაკუთრებული ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია მინიატურულმა წიგნებმა.