საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეებისთვის მამოტივირებელია.
სწორედ ამიტომ, ისინი არაერთ ღონისძიებაში, კონკურსსა თუ აქტივობაში ერთვებიან. ახლახან, მოსწავლეები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელობით, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ.
ისინი „ილიაუნის“ სამეცნიერო პიკნიკზე იმყოფებოდნენ, სადაც ფიზიკის და ქიმიის მიმართულებით საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარეს. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
გასვლითმა აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
„მადლობა „ილიაუნს“ ამ შესაძლებლობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: