„ჯანსაღი ცხოვრების წესი“ - მარათონი ითხვისის N2 საჯარო სკოლაში 
04-10-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში მარათონული რბენა - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, გაიმართა. 

ღონისძიება 4 ოქტომბერს გაიმართა, რბენაში მონაწილეობდნენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე უბნის მცხოვრებლები. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და ხალისით წარიმართა. გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს მედლებითა და სიგელებით.

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს უბნის ჩართულობას სკოლის ცხოვრებაში და ახალგაზრდობის მოტივაციის ამაღლებას ცხოვრების ჯანსაღი წესის არჩევის საქმეში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203