ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები რეგიონალურ ფესტივალში წარმატებით მონაწილეობდნენ
04-10-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად, საინტერესოდ მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტებში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ბავშვებმა სკოლის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებლის - ლიანა დათაშვილის თანხლებით, რეგიონულ ფესტივალში -  „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“ მიიღეს მონაწილეობა.

ფესტივალის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებში მეცნიერების პოპულარიზაცია.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებულ რეგიონულ ფესტივალს „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“, 1-ელ ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალციხის ციხეზე უმასპინძლა.

საგამოფენო ნაწილი დაეთმო სახალისო საგანმანათლებლო და კვლევით ექსპერიმენტებს, კრიმინალისტიკის ლაბორატორიულ ცდებს, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ვეტერინარიის მასტერკლასებს სადაც სკოლის მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. აღსანიშნავია, რომ მათ ასევე საჩუქრები მიიღეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203