ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის მეცნიერების სწავლებასა და წახალისებას, რომ აქტიურად ჩაერთონ საინტერესო ინიციატივებში, გახადონ სწავლა სასიამოვნო პროცესად, მიიღონ მეტი გამოცდილება და გაიღრმავონ ცოდნა.
სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეებმა ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად 4 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღეს „რეგიონულ სამეცნიერო ფესტივალების“, ფარგლებში გამართულ სამეცნიერო პიკნიკზე.
პიკნიკი, სახელწოდებით - „მეცნიერება სახალისოა“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა პროფესიულ აქტივობებში და პრიზებიც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: