ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა.
16 სექტემბერს სკოლაში დიდი დღესასწაული გაიმართა. სასკოლო და საკლასო გარემო ლამაზად - დეკორაციებითა და ბუშტებით მოირთო, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
პედაგოგები მოსწავლეებთან ერთად გულთბილად დახვდნენ პირველკლასელებს, რომლებმაც სკოლის კარში პირველად შეაბიჯეს. ეს დღე მათთვის განსაკუთრებულად ემოციური და შთამბეჭდავი იყო.
სასკოლო საზოგადოებამ ყველა მოსწავლე-მასწავლებელს დიდი სიყვარულით მიულოცა სწავლის დაწყება.
„წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს ვუსურვებთ მთელს საქართველოს“, - აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: