იანეულის საჯარო სკოლაში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
04-10-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ცხოველების სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. 

სწორედ ამიტომ, სკოლა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა. ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველების მოვლა, მათი მოფრთხილება. მათ, კედელზე ცხოველების ფოტოები გააკრეს და ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ცხოველებს სიცოცხლის ისეთივე უფლება აქვთ, როგორც ადამიანებს. 

„ყველა ცხოველი ერთნაირად მნიშვნელოვანია. ადამიანები ცხოველებთან ერთად ვიზიარებთ ერთადერთ სახლს, რომელსაც დედამიწას ვუწოდებთ. მათ ისეთივე უფლება აქვთ სიცოცხლის, როგორც ჩვენ“, - აღინიშნა სკოლაში.

4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და ცხოველების სტატუსის, მათი მნიშვნელობის ხაზგასმა ბუნების სასიცოცხლო ციკლში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203