ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაყურებელს საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი ტრადიციები წარუდგინეს
11-06-2018
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა. 

კვირეულის ბოლოს მოსწავლეებმა დასკვნითი ღონისძიება - „ეს ჩემი სამშობლოა საქართველო“ ჩაატარეს. 

ღონისძიებას ხელოვნების მასწავლებელი ვენერა აბუსერიძე ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს საქართველოს თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიცია, კულტურა, წეს-ჩვეულებები. წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები, საცეკვაო ნომერი - „განდაგანა“. 

„მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა ეს ღონისძიება, აქ წარმოდგენილი იყო ასევე ნახატების გამოფენა, რომელიც თემატურად საქართველოს და მის რეგიონებს მოიცავდა. ღონისძიების ხელმძღვანელმა მოსწავლეებთან ერთად შექმნა საქართველოს ადმინისტრაციული რუკა, შეასრულეს  ნახატები სხვადასხვა ტექნიკაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

აქტივობის ბოლოს სკოლის დირექტორმა ჯემალ ბასილაძემ ღონისძიება შეაფასა და აღნიშნა:
„მნიშვნელოვანია არამარტო დავინახოთ შესაძლებლობები თითოეულ მოსწავლეში, ასევე ხელი შევუწყოთ მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარებასა და უკეთ წარმოჩენას“.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203