თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლაში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობა ჩაატარეს მე-4 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის, ია ზურაბაშვილის ხელმძღვანელობით.
აქტივობას რამდენიმე დევიზი სდევდა: „ვიზრუნოთ და დავიცვათ ცხოველები“; „ცხოველებსაც სჭირდებათ სიყვარული“, „მათთან ერთად ცხოვრება უფრო მშვენიერია“.
მოსწავლეებმა საკუთარ შინაურ ცხოველებზე ისაუბრეს, აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი დაცვა და მათზე ზრუნვა, ამ დღის მნიშვნელობასა და შექმნის ისტორიასაც გაეცნენ და შექმნეს საინტერესო მაკეტები და ნახატები.
იხილეთ ფოტოები: