ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ღვაწლი და შრომა დაფასებულია.
სწორედ ამიტომ, სკოლა მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქართული ენის კათედრის ინიციატივით, მოსწავლეებმა დაამზადეს მისაღები ბარათები, შექმნეს კედლის გაზეთი „მასწავლებელი-ცოდნის ლამპარი“.
მათ ასევე ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, იმღერეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და პედაგოგთა მიმართ სიყვარული ასე გამოხატეს.
„განსაკუთრებული სითბო, დიდი სიყვარული და პატივისცემა იგრძნობოდა თითოეული მოსწავლის წარმოქმნილ ლექსსა თუ სიტყვაში.
„ერთ წიგნს, ერთ კალამს, ერთ ბავშვს და ერთ მოსწავლეს შეუძლია სამყაროს შეცვლა“, - აღინიშნა სკოლაში.
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
იხილეთ ფოტოები: