კლდის საჯარო სკოლაში კიბერბულინგთან დაკავშირებით ნახატების კონკურსი მოეწყო
04-10-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, საინტერესო აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეების ინიციატივით, გაიმართა კიბერბულინგთან დაკავშირებით ნახატების კონკურსი. მოსწავლეებმა თემატური ნახატები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. 

კენჭისყრის შედეგად კი გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები.

ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს კიბერბულინგის მავნებლობას და თანატოლებთან ერთად განიხილეს თუ სად გადის ზღვარი ხუმრობასა და ბულინგს შორის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203