ქუთაისის N4 საჯარო სკოლას წარმატებული, წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს, კადრები, რომლებიც განათლების სადარაჯოზე ღირსეულად დგანან და სამშობლოს განათლებულ თაობებს უზრდიან.
სწორედ მათ რიგებში არიან პედაგოგები: ხათუნა გორგოძე და სალომე სხულუხია.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა.
ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ჯილდო ქალაქის საჯარო სკოლების გამორჩეულ პედაგოგებს გადასცეს. სწორედ დაჯილდოებულთა შორის არიან ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები: ხათუნა გორგოძე და სალომე სხულუხია.
სკოლა ულოცავს პედაგოგებს მიღწეულ შედეგს, მათ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტო: