ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან.
მათ შორის არიან სკოლის პედაგოგები - მაია ფხაკაძე და ლანა კილაძე. მათი ღვაწლი და შრომა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა - ქუთაისში, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა. მათ შორის სწორედ მასწავლებლები მაია ფხაკაძე და ლანა კილაძე იყვნენ.
ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა.
გამორჩეულ პედაგოგებს ჯილდო გადასცეს: ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა - დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ - ირაკლი შენგელიამ, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - მაია ცქიტიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
სასკოლო საზოგადოება ყოველთვის მხარს უჭერს როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა მიღწევებს.
იხილეთ ფოტოები: