პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სპორტის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ. მასწავლებლების ხელმძღვანელობით, ისინი სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, სასკოლო სპორტის კვირეული ჩატარდა. კვირეულის, ფარგლებში, სკოლაში, ამხანაგური გუნდური შეჯიბრი ჭადრაკში 1-ელ და მე-2 კლასების მოსწავლეებს შორის გაიმართა.
ასევე, მე-2 და მე-3 კლასების მოსწავლეებს შორის მხიარული სტარტები, ხოლო მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებს შორის კი შეჯიბრი ფრენბურთში ჩატარდა.
ეს დღე ძალიან ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ვიდეო: