ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ასეთი საინტერესო გაკვეთილი მე-7 კლასში ჩატარდა. გაკვეთილის თემა კი გახლდათ - „მარტივი მათემატიკური მეთოდის გამოყენება ბიოლოგიაში“.
მოსწავლეებმა მონაცემები დაამუშავეს, აღრიცხეს და გააანალიზეს. ამის შემდგომ კი მონაცემები დიაგრამაზე გადაიტანეს.
გაკვეთილი ძალიან საინტერესო იყო. მოსწავლეებმა ცოდნა წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: