საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით დებატები მოეწყო
07-10-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეებმა ანა კორძაია-სამადაშვილის - „გიმნაზისტკა“ გაარჩიეს, რომელთან დაკავშირებით, საინტერესო დებატები მოაწყვეს. 

„გიმნაზისტკა“ ოცნებობს, გახდეს, იმ ასაკისა რომ „სიტყვის შებრუნებას“ უზრდელობად აღარ ჩაუთვლიან.

„შენ რას მიიჩნევ უზრდელობად? რამდენად საჭიროა აზრის კორექტულად გამოხატვა? რატომ?

შურა გოგონას ეუბნება, თუ გინდა ხმა ამოგეღებოდეს, მაგარი უნდა იყო, ასაკს მნიშვნელობა არა აქვსო. რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები და გააცანი შენი შეხედულებები კლასს“, - მოსწავლეებმა სწორედ ეს თემა განიხილეს. 

კლასი დაიყო ორ გუნდად, რომელთაგან ერთს მიენიჭა მტკიცებითი პოზიციის სტატუსი, ანუ გუნდის წევრები ეთანხმებოდნენ მოცემულ თეზისს, ხოლო მეორე გუნდს - უარმყოფელი პოზიციის სტატუსი. 

აირჩა სამი სპიკერი თითოეული გუნდიდან, ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ სხვადასხვა არგუმენტზე. დებატების დროს თითოეულ სპიკერს პასუხის მოფიქრებაში ეხმარებოდა გუნდი.

მსაჯის როლი მნიშვნელოვანი იყო, იგი წყვეტდა საბოლოოდ რომელ გუნდს უნდა გაემარჯვა.

ბავშვებმა, როგორც ქართული ენის პედაგოგი ლეილა თვალაბეიშვილი გვიყვება, დებატებს თავი კარგად გაართვეს.

„ჩემი განსხვავებულები, უყვარხართ ლეიკოს“, - აღნიშნავს პედაგოგი ლეილა თვალაბეიშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203