ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილზე, მასწავლებლის - ანნა გრიგორიანის ხელმძღვანელობით, Iა და Iბ კლასების მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე, თემით- „გზა სახლიდან სკოლამდე“ დიდი მონდომებით იმუშავეს.
მოსწავლეებმა შექმნეს თემატური მაკეტები მოცემულ თემაზე. ისაუბრეს თავიანთ სახლიდან სკოლამდე მიმავალ გზაზე: როგორი გზაა? რით დადიან? ვისთან ერთად? რა დაგვხდებათ გზაზე?
„მოცემულმა კომპლექსურმა დავალებამ კიდევ უფრო სახალისო და საინტერესო გახადა სასწავლო პროცესი პირველკლასელებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: