დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება თითოეული მასწავლებლის ღვაწლსა და შრომას აფასებს.
ამას ისიც ადასტურებს, რომ სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა თემატური აქტივობა მიეძღვნა. თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა კედლის გაზეთი დაამზადეს, რომელიც სითბოთი და მადლიერებითაა სავსე. მათ კრეატიულობა და თავიანთი მასწავლებლების მიმართ პატივისცემა გამოავლინეს.
აღნიშნული გაზეთი მოიცავს მასწავლებლების პორტრეტებს, მოსწავლეების დაწერილ სიტყვებს, ლექსებსა და სურათებს, რომლებიც პედაგოგთა შრომის პატივისცემასა და მათდამი მადლიერებას გამოხატავს.
სკოლის დირექცია, ასეთი ორიგინალური კედლის გაზეთის შექმნისთვის, თითოეულ კლასსა და მათ დამრიგებლებს მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს.
„სტატიებში მოსწავლეები ყვებიან თავიანთ გამოცდილებებზე, როგორ იმოქმედა მასწავლებლებმა მათ ცხოვრებაზე და როგორ შეუწყვეს ხელი მათ პიროვნულ და საგანმანათლებლო განვითარებას. ასევე, ისინი ხაზს უსვამენ მასწავლებლების სითბოს, მოთმინებას და პროფესიონალიზმს, რაც ყოველდღიურად აძლიერებს მათ სწავლის სურვილს.
ეს კედლის გაზეთი არამარტო თარიღის აღნიშვნას ემსახურება, არამედ მასწავლებლების შრომის დაუფასებელ სიდიადეს უსვამს ხაზს, აერთიანებს სკოლის საზოგადოებას და ახალისებს მოსწავლეებს, უფრო მეტად დააფასონ სწავლა და სწავლება“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: