მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ერთვებიან, რაც მათ მაღალ სასწავლო მოტივაციაზე მეტყველებს.
ამჯერად, მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა თემატური პოსტერი შექმნეს. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, ჯგუფურად იმუშავეს და საინტერესო ნამუშევარი დაამზადეს.
ბოლოს, პოსტერი კედელზე, თვალსაჩინო ადგილას გააკრეს და მშვიდობის შესახებ ისაუბრეს.
იხილეთ ფოტო: