ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობენ.
ამჯერად, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების - „თეთრი ბაირაღების“ ლიტერატურულ განხილვას დაესწრნენ.
ღონისძიება ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის, ლიტერატურული კლუბის ფარგლებში, გაიმართა. წიგნის განხილვას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი - ნაილე მიქელაძე უძღვებოდა.
ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ მომზადებულ პრეზენტაციასა და განხილვას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი - ზაზა დიასამიძე და საკრებულოს თავმჯდომარე - თენგიზ ირემაძე დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ლიტერატურული კლუბის წევრი 70-მდე ახალგაზრდა იმყოფებოდა.
იხილეთ ფოტო: