ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორმა გურიის წარმატებული სამოქალაქო განათლების პედაგოგის ტიტული მიიღო
11-06-2018
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რიგით N7 ეროვნულ კონფერენციაზე საქართველოს ყველა რეგიონიდან სამოქალაქო განათლების პედაგოგები დაჯილდოვდნენ. 

კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებულია პროგრამა „მომავლის თაობის" ფარგლებში, რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად PH International ახორციელებს.

აღნიშნულის ფარგლებში, გურიის რეგიონის სამოქალაქო განათლების წარმატებული და სამოქალაქო განათლების კლუბის საუკეთესო მეურვე პედაგოგები დაასახელეს.

ხაჯალიის საჯარო სკოლიდან გურიის წარმატებული სამოქალაქო განათლების პედაგოგი  სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა გახდა.

სკოლა მას ამ წარმატებას ულოცავს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203