ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზია ის საგანმანათლებლო დაწესებულება გახლავთ, სადაც პედაგოგთა გუნდი არამხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავს.
სკოლა-გიმნაზიაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი, რაც მასწავლებლებთან ერთად, გიმნაზიის ხელმძღვანელი პირების დამსახურებაა.
4 ოქტომბერს, ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორი, ყოვლადუსამღვდელოესი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) სკოლა-გიმნაზიას ეწვია და საგაკვეთილო პროცესს გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ მას მოსწავლეები დიდი სიხარულით შეხვდნენ, ყოვლადუსამღვდელოესობამ კი ყველა დალოცა და წარმატება უსურვა.
იხილეთ ფოტოები: