წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი ყოველთვის გამორჩეულად აღინიშნება.
რასაკვირველია, გამონაკლისი არც მასწავლებლის საერთაშორისო დღე იყო. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ძალიან ლამაზი, შთამბეჭდავი, მხიარული და აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ, რითაც პედაგოგების პატივისცემა და სიყვარული გამოხატეს.
მათ იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს, თეატრალური წარმოდგენები, პაროდიები და სკეტჩები გამართეს.
მოსწავლეებს სკოლაში მადლობას უხდიან.
„ვერავითარი მატერიალური ფასეულობა ვერ შეცვლის იმ სითბოს, რაც ბავშვებმა გამოხატეს. უღრმესი მადლობა, ჩვენო ძვირფასებო. ჩვენ, ყველას ძალიან გვიყვარხართ. არწივანის საჯარო სკოლა გილოცავთ მასწავლებლის დღეს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: