ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლაში აჭარის სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალი რელიგიისა და ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურის მუზეუმის მმართველებს - გურანდა დოლიძესა და მედეა ჩარკვიანს უმასპინძლეს.
მათ სკოლაში პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს. სტუმრებმა მასწავლებლებს მუზეუმებში მოქმედი 60 საგანმანათლებლო პროგრამის თეზისი გააცნეს, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: