ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან. ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა თუ აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
მათ შორისაა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნათია მახარაძე. ის, კონკურსში „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ წარმატებით მონაწილეობდა და პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებულიც გახდა.
აღსანიშნავია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ - პროგრამაში გამარჯვებული პროექტების ავტორ - მასწავლებლებთან და მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელებთან.
შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს და მასწავლებლებს პროექტში გამარჯვება მიულოცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ, განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია მახარაძე.
მისი პროექტის - „იისფერი სამყაროს“ განხორციელება წლის ბოლომდე გაგრძელდება.
იხილეთ ფოტოები: