გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში მეგობრული და თანამშრომლობითი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგთა შრომასა და ამაგს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი ხედავს და აფასებს.
5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, მილოცვები ლემშვენიერას საჯარო სკოლის პედაგოგებმაც მიიღეს. მათ სკოლის დირექტორმა გულნაზი ჭელიძემ მიმართა და წარმატებული სასკოლო საქმიანობა უსურვა.
„გილოცავთ ჩემო ძვირფასებო, წარმატებულ და ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ, თქვენს აღსაზრდელებთან ერთად.
„ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს, ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს სამყარო!“ ყველაზე მაგარი პროფესია სამყაროში - მასწავლებელი“,- წერს სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე.
იხილეთ ფოტოები: